logo
ENG



"ოცნების" ყოფილი წევრი, შალვა ხაჭაპურიძე შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდეს

15 ივნ 202222:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/15/wod30fwbc93rj2e.jpg

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა  შესაძლოა მისი ადვოკატი გახდეს. 

ხაჭაპურიძემ ფორმულას უთხრა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, საქმეში ჯერ ჩართული არ არის. 

მისი თქმით, მოლაპარაკებებს მიხეილ სააკაშვილთან და მისი ოჯახის წევრებთან აწარმოებს. ექსპრეზიდენტს ხაჭაპურიძე პირადად შეხვდა. 

"რაღაცას ველოდები, ექსპერტიზის საკითხები მაინტერესებს, ა.შ. რომ მოკიდო საქმეს ხელი, ჯერ უნდა შეისწავლო, მტკიცებულებები, რასთან გაქვს საქმე, რა მასალებია და ა.შ. სერიოზული ადვოკატი ასე იქცევა. მათგან მზაობა არის. მე ვსწავლობ მასალებს და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას". - განაცხადა მან. 

ფორმულასთან შალვა ხაჭაპურიძემ ასევე თქვა, რომ შეთანხმების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს მის მიმართ წარმოებულ ყველა საქმეზე დაიცავს.

2012 წელს შალვა ხაჭაპურიძემ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და ენმ-ის ხელისუფლების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

მან სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართა საერთაშორისო სასამართლოსაც. ჰააგაში შეტანილი სარჩელი "2003 წლიდან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და თავად პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს" ეხებოდა. 

შალვა ხაჭაპურიძე ქართული ოცნებას დაფუძნებისთანავე შეუერთდა, 2019 წელს კი პარტიიდან წავიდა. მიზეზებს შორის საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადება, 20 ივნისის მოვლენები და ტენდერებით ბიუჯეტის თანხების "თქვეფა" დაასახელა.


close დახურვა